მწვანე სკოლა
დაგეგმე შეხვედრა

სკოლის მისია

„მწვანე  სკოლის“ მისიაა შევქმნათ პოზიტიური აკადემიური, სოციალური და ემოციური გარემო, სადაც მოსწავლეები საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას შეძლებენ.  ჩვენ გვწამს , რომ ინდივიდუალური მიდგომისა და სწორად შერჩეული სასწავლო მასალის დახმარებით, ყველა მოსწავლეს   შეუძლია სასწავლო პროგრამების დაძლევა.   ჩვენ ვცდილობთ, დავეხმაროთ მოსწავლეებს მცოდნე, სწავლის მოყვარულ მოქალაქეებად  ჩამოყალიბდნენ, რომელებიც სხვადასხვა გამოწვევასა თუ ეთიკურ დილემას წარმატებით გაუმკლავდებიან.

ჩვენი ხედვაა , გავაძლიეროთ მოსწავლეები შეიძინონ ცოდნა და უნარები, რაც ხელს შეუწყობთ ინტელექტუალური , ემოციური და ფიზიკური განვითარება მთელი ცხოვრების მანძილზე გააგრძელონ. ასევე, მოსწავლეებს მივცეთ აკადემიური ცოდნა, რომელიც  დაეხმარებათ ჩაირიცხონ სასურველ უნივერსიტეტებში და მიაღწიონ წარმატებას.

პროგრამები

მწვანე სკოლაში სწავლება მიმდინარეობს შემდეგ პროგრამებზე:

  • სკოლა
  • წინასაკოლო მომზადება
  • ადრეული აღზრდა

„მწვანე ბაღი“ არის ბავშვების საყვარელი ადგილი, სადაც ისინი იწყებენ კვლევასა და აღმოჩენას. დღის განრიგი დაგეგმილია მათი ასაკისთვის დამახასიათებელი ცნობისმოყვარეობის გათვალისწინებით. ყოველდღიური აქტივობები ეხმარება ბავშვებს ენისა და მეტყველების, სოციალურ-ემოციური, ფიზიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებში. დღის მანძილზე, ნებისმიერ ამინდში, განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ეზოში თამაშს.

წინასასკოლო მოსამზადებელი პროგრამა დაგეგმილია ისე, რომ სამეცნიერო ექსპერიმენტების, როლური თამაშის, ხატვის, ძერწვისა და სხვა სახალისო აქტივობების დახმარებით, სწავლობენ სტრუქტურირებლ გარემოში კონცენტრაციას, რაც მნიშვნელოვანია სკოლაში ადაპტაციისთვის.

i

სიახლეები